
ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ. თუ აღმოაჩენთ, რომ პროვაიდერი კომპანია უხარისხო ინტერნეტს გაწვდით, გამოაგზავნეთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში და ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში
სანამ შემოწმებას დაიწყებთ
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და დარწმუნდით, რომ შემოწმების დასაწყებად მზად ხართ.
შეგახსენებთ, რომ წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება.

აუცილებელია რომ მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეერთებული იყოს სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით.

შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია გახსნილი არ უნდა იყოს. დახურეთ ბროუზერში ყველა სხვა ტაბი და ჩართული მხოლოდ - SHEAMOTSME.GE გვერდი დატოვეთ.

შემოწმების ჩატარების პროცესში, აუცილებელია ქსელში ჩართული იყოს მხოლოდ ის მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს ამოწმებთ. გამორთეთ ქსელიდან ყველა სხვა მოწყობილობა - ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ა.შ.

შემოწმების ჩატარება არ შეიძლება იმ მოწყობილობებზე, რომელიც ე.წ. ფიქსირებული 4G LTE ტექნოლოგიით იღებს ინტერნეტს;
აუცილებელი პირობაა, რომ შემოწმების პროცესში, თქვენი მოწყობილობა “Sleep Mode“ რეჟიმში არ გადავიდეს.